ირაკლი სესიაშვილი: სააკაშვილი ჩემთვის იმდენად უტიფარი, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსია, ლიდერსაც ვერ დავარქმევ

ირაკლი სესიაშვილი: სააკაშვილი ჩემთვის იმდენად უტიფარი, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსია, ლიდერსაც ვერ დავარქმევ

სააკაშვილი ჩემთვის იმდენად უტიფარი, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსია, ლიდერსაც ვერ დავარქმევ, ალბათ უფრო მავნებელს დავარქმევ. მისი განცხადება, რომელსაც ყოველ მეორე დღეს ფორმას და შინაარსს უცვლის, თავიანთი მხარდამჭერებისთვისაც უკვე სასაცილო ხდება, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტერის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ის არის აბნეული თავის ტყუილებში თავის ვითომდა პოლიტიკურ ინტერესებზე გათვლილი განცხადებებით და თავისთვის შეინახოს ეს ყველაფერი. ამ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, უსაფრთხოება, ნაბიჯები კეთილდღეობისა და ქვეყნის გაძლიერებისკენ, ვინც ამის ირგვლივ გაერთიანდება, მადლობა ყველას", - განაცხადა სესიაშვილმა.