ჩვენმა მებრძოლებმა აზერბაიჯანელი გენერალი ტყვედ აიყვანეს - სომხეთის თავდაცვის უწყება

ჩვენმა მებრძოლებმა აზერბაიჯანელი გენერალი ტყვედ აიყვანეს - სომხეთის თავდაცვის უწყება

სომხეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, ყარაბაღში დისლოცირებულმა სამხედრო ნაწილებმა ტყვედ აიყვანეს აზერბაიჯანელი გენერალი მაის ბარხუდაროვი. მათი თქმით, აღნიშნული მაღალჩინოსანი შესაძლოა, რომ 2016 წლის აპრილში მიმდინარე მოვლენების დროს სამხედრო დანაშაულის ჩადენის გამო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამთენიისას განახლდა და უკვე ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ უკანასკნელი 2 ათწლეულის განმავლობაში მსგავსი სახის შეიარაღებულ დაპირისპირებას ზემოხსენებულ ორ სახელმწიფოს შორის აქამდე პრეცედენტი არ ჰქონია.

სომხური მედიის განცხადებით, აზერბაიჯანელებმა გამოიყენეს რუსული წარმოების ახლო მანძილზე მოქმედი თერმობარული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, TOS-1, რომელიც ძირითადად ქვეითი სამხედროების გასანადგურებლად გამოიყენება. მათი გამოყენება დაფიქსირდა ფრონტის სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებაზე. სამხედროების თქმით, აღნიშული იარაღის გამოყენებამ მსხვერპლის გარეშე ჩაიარა.

ვრცელდება აგრეთვე ინფორმაცია მთიან ყარაბაღში არსებული ქალაქ მარტუნის დაბომბვის შესახებ- დაფიქსირდა რამდენიმე ფაქტი მშვიდობიანი მოქალაქეების დაშავების. თავდაცვის სამინისტროს უწყების ინფორმაციით, სომეხთა შორის უკანასკნელი ინფორმაციით ამ დროისთვის 200-ზე მეტი დაჭრილი სამხედროა, რომელთაგან გარკვეული ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.