აჭარის რეგიონის გარდა, ქვეყნის მასშტაბით სტუდენტები აუდიტორიებში 19 ოქტომბერს დაბრუნდებიან

აჭარის რეგიონის გარდა, ქვეყნის მასშტაბით სტუდენტები აუდიტორიებში 19 ოქტომბერს დაბრუნდებიან

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, აჭარის რეგიონის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით სტუდენტები აუდიტორიებში 19 ოქტომბერს დაბრუნდებიან.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განცხადა, 19 ოქტომბერს სწავლას აუდიტორიებში განაახლებენ პროფესიული სასწავლებლებიც.

„19 ოქტომბერს, აჭარის გარდა, ყველგან სტუდენტები დაბრუნდებიან აუდიტორიებში. შესაბამისად, უნივერსტიტეტები და პროფესიული სასწავლებლები აუდიტორიებში განაახლებენ თავიანთ ფუნქციონირებას.

კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო საზოგადოებას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და ჩვენ, ჩვენს ბავშვებს, სკოლის მოსწავლეებს, უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განაახლონ მეცადინეობები", - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.