ეკონომისტის პროგნოზი: როგორ იმოქმედებს ლარზე სომხეთ-აზერბაიჯანის ახალი კონფლიქტი

ეკონომისტის პროგნოზი: როგორ იმოქმედებს ლარზე სომხეთ-აზერბაიჯანის ახალი კონფლიქტი

ეკონომისტი გიგა ბედინეიშვილი „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბარში, საქართველოს ეკონომიკაზე, ყარაბაღში აზერბაიჯან-სომხეთს შორის, სამხედრო დაპირისპირების გავლენაზე საუბრობს.

„თუ კონფლიქტი ფართომასშტაბიანი გახდება ეს რეგიონისთვის იქნება მძიმე შედეგის მომტანი, მათ შორის, საქართველოსთვის თუნდაც ლარის თვალსაზრისით. ამ ქვეყნებთან ჩვენი სავაჭრო ურთიერთობების მთავარი ასპექტი იყო ტურიზმი, რომელიც ისედაც გაჩერებულია. გადახდების ბალანსის თვალსაზრისით, ისედაც მძიმე მდგომარეობაში ვართ უკვე. პანდემიის და შეზღუდვების ფონზე მეზობლების კონფლიქტი, საქართველოს ეკონომიკაზე კიდევ უფრო მძიმე იქნება.

სავარაუდოდ, საქართველოს როლი მეზობლების კონფლიქტში იქნება გამშველებლური,“- განაცხადა ბედინეიშვილმა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა  – შედეგად არის მსხვერპლი.

როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით კი, მთიანი ყარაბაღის მიმართულებით შეტევა აზერბაიჯანის მხრიდანაა დაწყებული.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანული ვერტმფრენისა და უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდებას იუწყება.

შეგახსენებთ, რომ ბაქოს და ერევანს წლებია კონფლიქტი აქვთ აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის გამო. სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზერბაიჯანის აღნიშნული რეგიონი, რომელიც ძირითადად სომხებით დასახლებულია ადრეული 1990-იანი წლების ომის შედეგად მოიპოვეს. ომს 30,000-მდე ადამიანი შეეწირა. კონფლიქტის გადაჭრის დიპლომატიურ მცდელობებს მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოჰყოლია.

 

 

trampi ლარს კიდევ გაუფასურება უნდაააა.....მიეცათ მიზეზი
3 წლის უკან