დღესდღეობით ინვერტორული სარეცხის მანქანები სულ უფრო პოპულარული ხდება. ამის მიზეზი კი მათი ეკონომიურობა, სიმშვიდე და ხანგრძლივი მოხმარების ვადაა.
ამ სტატიაში განვიხილავთ, რატომ უნდა აირჩიო ინვერტორული სარეცხის მანქანა, რა უპირატესობები აქვს მას და როგორ შეარჩიო სწორად.
რა არის ინვერტორული სარეცხის მანქანა
ინვერტორული სარეცხის მანქანა აღჭურვილია ინვერტორული ძრავით, რომელიც, ტრადიციულ ძრავებთან შედარებით, უფრო ენერგოეფექტურია. ასეთი ძრავი უშუალოდ მართავს ბარაბნის ბრუნვას, რის შედეგადაც მცირდება ცვეთა, ხმაური და ენერგიის მოხმარება.
ინვერტორული სარეცხის მანქანის უპირატესობები
ინვერტორული ძრავის ტექნოლოგია ზოგავს ელექტროენერგიას, რაც ხელს უწყობს კომუნალური გადასახადების შემცირებას.
ინვერტორული ძრავა ენერგიის მოხმარებას ავტომატურად არეგულირებს ენერგომოხმარებას ტვირთის მიხედვით, რაც ტრადიციული ძრავებისგან განსხვავებით, უფრო ეფექტიან მუშაობას უზრუნველყოფს.
თუ ღამით სარეცხის მანქანის ჩართვა გინდა, ინვერტორული მოდელები იდეალური ვარიანტია, რადგან მათი მუშაობისას ხმაური მინიმალურია.
● ინვერტორულ ძრავებში ნაკლები მოძრავი ნაწილია, რაც მათ უფრო გამძლეს ხდის. ბევრ მწარმოებელს, მაგალითად, LG-სა და Samsung-ს, აქვს 10-წლიანი გარანტია ინვერტორულ ძრავზე.
● ისინი უფრო ჭკვიანურად არეგულირებს წყლის მოხმარებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკოლოგიისა და ოჯახური ბიუჯეტის გათვალისწინებით.
● ამ ძრავების წყალობით, სარეცხის მანქანები ადვილად ადაპტირდება სხვადასხვა ტიპის ტვირთზე, რაც ხელს უწყობს სარეცხის ხარისხიანად და სწრაფად რეცხვას.
როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ინვერტორული სარეცხის მანქანა?
ინვერტორული ტექნოლოგია ბევრ ცნობილ მწარმოებელს აქვს, მაგრამ ,უმჯობესია, არჩევანი შეაჩერო ისეთ ბრენდებზე, როგორებიცაა:
● LG – ცნობილია ინოვაციური ტექნოლოგიებით და მაღალხარისხიანი ინვერტორული ძრავებით.
● Samsung – აქვს AI ტექნოლოგიები, რომლებიც ოპტიმალურად არეგულირებს წყლის და ელექტროენერგიის მოხმარებას.
● Bosch – გერმანული ხარისხი, რომელიც დიდხანს მოგემსახურება.
● Midea – ეკონომიური და ენერგოეფექტური მოდელები.
● თუ დიდ ოჯახში ცხოვრობ, უკეთესია 8-10 კგ-იანი ტევადობის მოდელი აირჩიო. მცირე ბინებისთვის კი 6-7 კგ-იანი სარეცხის მანქანებიც საკმარისი იქნება.
● ინვერტორული სარეცხის მანქანები, უმეტესად, A+++ კლასის ენერგოეფექტურობით გამოირჩევა, რაც დამატებით დაზოგავს შენს ხარჯებს.
● თუ გინდა ნაკლები ხმაური, ენერგიის დაზოგვა და ეფექტური რეცხვა, აუცილებლად უნდა განიხილო ინვერტორული მოდელები.
ინვერტორული სარეცხის მანქანები არის ინოვაციური, ეკონომიური და გამძლე მოწყობილობები, რომლებიც შენს ცხოვრებას გაამარტივებს. შეარჩიე შენთვის იდეალური ვარიანტი.