სერგეი ლავროვმა მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება სომეხ კოლეგასთან განიხილა

სერგეი ლავროვმა მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება სომეხ კოლეგასთან განიხილა

მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენები სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუს კოლეგასთან განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია რუსეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სერგეი ლავროვმა მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო შეშფოთება გამოთქვა და მის დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

ამასთან, აღნიშნა, რომ რუსეთი განაგრძობს მისი, როგორც შუამავლის ძალისხმევას სიტუაციის სტაბილიზაციისათვის.

პრესრელიზში ასევე აღნიშნულია, რომ ლავროვის სატელეფონო საუბარი ასევე შედგება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან.

სომხეთმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. მანამდე, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.

აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი სომხეთის ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებს.