მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს ზეიმობს.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ალავერდის მამათა მონასტრში დილიდან სადღესასწაული მსახურება, მიტროპოლიტმა აბბა ალავერდელმა, მეუფე დავითმა, ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინეს.

წირვა- ლიცვის დასრულების შემდეგ მეუფემ მრევლს ქადაგებით მიმართა, ტაძარში შეკრებილი მომლოცველები დალოცა და დღევანდელი დღე მიულოცა.

ხვალ ალავერდობაა, ამიტომ ღამისთევის ლოცვაზე დასასწრებად სხვადასხვა კუთხიდან მომლოცველებმა შეკრება უკვე დაიწყეს.