„ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ რეგიონში მშვიდობას დამყარებას შევუწყოთ ხელი, რომ კონფლიქტი ჩვენს ტერიტორიაზე გადმოიტანონ”

„ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ რეგიონში მშვიდობას დამყარებას შევუწყოთ ხელი, რომ კონფლიქტი ჩვენს ტერიტორიაზე გადმოიტანონ”

პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:

„სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის მთელს პერიმეტრზე  საბრძოლო მოქმედებები დაიწყო.

ისე, ჩანს, რომ სწორედ ეს კონფლიქტი გახდება მსოფლიოში დაგროვილი დაძაბულობის ცხელ ფაზაში  გადასვლის  ადგილი.

ეს ომი, თუ ის დროზე არ გაჩერდა, მთელს რეგიონს სისხლისღვრის და ნგრევის მორევში ჩაითრევს.

ორივე ჩვენი მეზობლისათვის კი  შედეგები უმძიმესი იქნება და ორივესთვის სანატრელი გახდება ომამდელი მდგომარეობა.

მოვლენათა ასეთი დრამატული განვითარების შემთხვევაში საქართველო უაღრესად მძიმე გამოწვევების წინაშე დადგება.

ამიტომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ რეგიონში მშვიდობას დამყარებას შევუწყოთ ხელი, ამასთან არ უნდა მივცეთ საშუალება დაპირისპირებული მხარეებს , რომ კონფლიქტი ჩვენს ტერიტორიაზე გადმოიტანონ.

ამისთვის კი სწრაფი და ეფექტური მოქმედებებია საჭირო.

სხვათა შორის, ამ პროცესებზე  და იმაზე, თუ რა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, რამდენიმე გადაცემა ჩავწერეთ "სალტეში" ბატონ სოსო ზაალიშვილთან, ვახტანგ მაისაიასთან და ირაკლი გოგავასთან ერთად.

სამწუხაროდ, ჩვენი ბევრი პროგნოზი გამართლდა.:

Aburjga Tasmanieli მეგობრებო, რედაქციავ! სასწრაფოდ გაასწორეთ სათაური, სასწრაფოდ! აზრობრივი შეცდომაა! ბატონი მანჯავიძე წერს - ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ რეგიონში მშვიდობას დამყარებას შევუწყოთ ხელი, ამასთან არ უნდა მივცეთ საშუალება დაპირისპირებული მხარეებს , რომ კონფლიქტი ჩვენს ტერიტორიაზე გადმოიტანონ." თქვენ კი რა სათაური გაქვთ?! გაასწორეთ!
3 წლის უკან