კახა კალაძე: უკვე თვლა ამერია იმდენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ჰყავს ოპოზიციას, ყველას დირექტორობა უნდა

კახა კალაძე: უკვე თვლა ამერია იმდენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ჰყავს ოპოზიციას, ყველას დირექტორობა უნდა

არსებული ვითარება, რაც ოპოზიციურ პლატფორმაზეა, აისახება მათ წარუმატებლობაზე. ხომ ხედავთ, პრემიერმინისტრობის რამდენი კანდიდატია დასახელებული, ყველას დირექტორობა უნდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხდა.

კალაძის განცხადებით, საზოგადოება ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს და აფასებს, შესაბამისად არჩევნებზეც აისახება ეს განწყობები და დამოკიდებულებები.„ არ ვიცი რამდენადაა შესაძლებელი ამ პოლიტიკური პარტიების ერთობა. უკვე თვლაშიც ავირიე, იმდენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ჰყავთ დასახელებული. შესაბამისად, მეეჭვება რამე შეთანხმება მოახერხონ. მე არ ვერევი მათ სამზარეულოში, თავად დაალაგონ და გადაწყვიტონ. ჩვენთვის მთავარია, ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ ჩაატაროს საარჩევნო კამპანია, წარუდგინოს საზოგადოებას, როგორი ხედვა გვაქვს და როგორი იქნება საქართველო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. რა გამოწვევები და პრობლემაბია, როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს ყველაფერი. როდესაც გავდივართ რეგიონებში და ვხვდებით ამომრჩეველს ვესაუბრებით ამ ყველაფერზე და არა იმაზე თუ რა მდგომარეობაა ოპოზიციაში და როგორ ვერ თანხმდებიან კანდიდატებზე“, - განაცხდა კალაძემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს იმართება.