ამირან გამყრელიძე: ძალიან გთხოვთ, ნუ მანიპულირებთ ამ მწვანე და წითელი ზონებით

ამირან გამყრელიძე: ძალიან გთხოვთ, ნუ მანიპულირებთ ამ მწვანე და წითელი ზონებით

ძალიან გთხოვთ, ნუ მანიპულირებთ ამ მწვანე და წითელი ზონებით, რადგან ეს მოსახლეობაში გარკვეულ პანიკას იწვევს, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტების კითხვას, ინარჩუნებს თუ არა საქართველო მწვანე ქვეყნის სტატუსს.

მისივე თქმით, საქართველოში ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.

„ძალიან გთხოვთ, ნუ მანიპულირებთ ამ მწვანე და წითელი ზონებით, რადგან ეს მოსახლეობაში გარკვეულ პანიკას იწვევს. საქართველოს ინფიცირებულთა აბსოლუტური რიცხვი დღეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი აქვს ევროპაში", - განაცხადა გამყრელიძემ.