გიორგი ვაშაძე:  არაფერი ახალი არ შეუძლია შექმნას არც გახარიას და არც „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიას

გიორგი ვაშაძე:  არაფერი ახალი არ შეუძლია შექმნას არც გახარიას და არც „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიას

არაფერი ახალი არ შეუძლია შექმნას არც გახარიას და არც „დამსხვრეული იცნებების“ პარტიას, - ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი პემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლას.

გიორგი ვაშაძის განმარტებით, მთავარი კონსენსუსი და შეთანხმება ხელისუფლების ცვლილება უნდა იყოს.

„გახარიას გამოსვლის შეფასება ჩემთვის ძალიან მარტივია. ჩვენი საერთო კონსენსუსი და შეთანხმება უნდა იყოს ხელისუფლების ცვლილება. არაფერი ახალი არ შეუძლია შექმნას არც გახარიას და არც „დამსხვრეული იცნებების“ პარტიას. აქედან გამომდინარე, ერთადერთი გზა აღმშენებლობისკენ არის სიახლე, ცვლილებები, ახალი პროექტები და რეფორმები, გაადამიანურებული პოლიტიკა და ხალხზე მზრუნველი ხელისუფლება, რომელიც უამრავ ტკივილს, რაც ხალხს აწუხებს, ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარებს. დანარჩენი ყველაფერი ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებია, რომლის დროც უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

Katana . საცა ამდენი მოგვითმენია, ამ 2 თვესაც მოვითმენთ როგორმე... მერე მოვა პარლამენტში თაკო ჩარკვიანი უმრავლესობით, დაგნიშნავს პრემიერად და გვეშველება!
"...ყველაფერი ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებია, რომლის დროც უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
მერე, ვინ გექაჩება ენაზე? :)))
3 წლის უკან