კახა კუჭავა გიორგი გახარიას გამოსვლაზე: ეს იყო ნამდვილად დასამახსოვრებელი გამოსვლა, იმ ძლიერი გზავნილებით, რომელსაც იმსახურებს გაერო-ს ტრიბუნა

კახა კუჭავა გიორგი გახარიას გამოსვლაზე: ეს იყო ნამდვილად დასამახსოვრებელი გამოსვლა, იმ ძლიერი გზავნილებით, რომელსაც იმსახურებს გაერო-ს ტრიბუნა

ეს იყო ნამდვილად დასამახსოვრებელი გამოსვლა, იმ ძლიერი გზავნილებით, რომელსაც იმსახურებს გაერო-ს ტრიბუნა, - ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-სესიაზე.

მისი თქმით, ეს იყო ძალიან ძლიერი ქვეყნის ლიდერის ძლიერი გამოსვლა, თავისი ძლიერი გზავნილებით.

„პრემიერ- მინისტრის გამოსვლა ნამდვილად იყო გამორჩეული, ზუსტად იმ აქცენტებისა და გზავნილის მატარებელი, რომლითაც ჩვენ კიდევ ერთხელ გავაგებინეთ ყველას იმ გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას პირველ რიგში, ეს არის ოკუპაციის პრობლემა, რომელიც სამწუხაროდ, ყოველდღიურად გრძელდება და არ ხდება იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც რუსეთს აქვს აღებული. გარდა გამოწვევებისა, საუბარი იყო მიღწევებზე, რომელითაც საქართველომ ნამდვილად შეიძლება იამაყოს.

ეს იყო ძალიან ძლიერი ქვეყნის ლიდერის ძლიერი გამოსვლა, თავისი ძლიერი გზავნილებით, რომელიც ხელს შეუწყობს კონსოლიდაციას. ვთვლი, რომ ეს იყო ეს იყო ნამდვილად დასამახსოვრებელი გამოსვლა, იმ ძლიერი გზავნილებით, რომელსაც იმსახურებს გაერო-ს ტრიბუნა“, - განაცხადა კახა კუჭავამ