საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უკრაინაში, ხარკოვის ოლქში ჩამოვარდნილი სამხედრო თვითმფრინავის ამბავს twitter-ზე გამოეხმაურა.
„ღრმად ვარ დამწუხრებული უკრაინის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ტრაგიკული ამბით, რომელმაც ბორტზე მყოფი პირების, მათ შორის საავიაციო სკოლის სტუდენტების სიცოცხლე იმსხვერპლა. გულითადად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს და დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
უკრაინაში, ხარკოვის ოლქში სამხედრო თვითმფრინავი 25 სექტემბერს ჩამოვარდა.