დღეს კახეთსა და მთიან რეგიონებში იწვიმებს, მოსალოდნელია სეტყვაც

დღეს კახეთსა და მთიან რეგიონებში იწვიმებს, მოსალოდნელია სეტყვაც

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 სექტემბერს კახეთის ტერიტორიაზე და საქართველოს მთიან რეგიონებში ზოგან შესაძლებელია აღინიშნოს ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.