ლევან ლორთქიფანიძე ნანუკა ჟორჟოლიანს: “სახედრის ხმაზე მოყროყინე აბსოლუტური ნული“

ლევან ლორთქიფანიძე ნანუკა ჟორჟოლიანს: “სახედრის ხმაზე მოყროყინე აბსოლუტური ნული“

პოლიტილოგი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს:

“კორესპონდენტად მუშაობის დროს გამოირჩეოდა უნიჭობით, უჭკუობით, გაუნათლებლობით, თავხედობითა და თავზეხელაღებულობით. ყურადღება ზღვარგადასული ისტერიულობითა და მუხრუჭის არქონით მიიქცია.

შემდეგ, როცა მთელს ქვეყანას უჭირდა, ხალხს ქუჩაში კლავდნენ და ციხეებში აწამებდნენ, არჩევნებს აყალბებდნენ, ტელევიზიებს არბევდნენ, გადაცემა მიჰყავდა გამოჩენილი ადამიანების ბანდაჟებისა და საცვლების შესახებ; რეიტინგის მოსაპოვებლად მზად იყო პედოფილიის მსხვერპლნი ეთერში გამოეყვანა "დისკუსიისათვის" ... ჯანსაღ ადამიანს თავში რომ არ მოუვა, ის იდეები მოსდიოდა და ახორციელებდა კიდეც ყველას თვალწინ... ამ მდაბიო სფეროში დაწინაურებაც კი თავად ვერ შეძლო, ქურდებთან და მაფიოზებთან ოჯახური კავშირებით, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების მიერ სხვათა დაშინებით, ანგარებით შეაკოწიწა თავისი სამარცხვინო გადაცემა.

ზოგიერთი მისი ქომაგი იმასაც აცხადებს, რომ ეს არსება თურმე ნახევარ საქართველოს ოჯახის წევრად მიაჩნია. შემირცხვენია ის ოჯახი, რომელიც ნანუკა ჟორჟოლიანს თავის წევრად მიიჩნევს !!!

დღეს ტელეეკრანებიდან სახედრის ხმაზე მოყროყინე აბსოლუტური ნული საქართველოს ყველაზე გამორჩეული, ჩემთვის ძვირფასი და ჩემი ბებია-ბაბუებისთვის მშობლიური კუთხის - დასავლეთ იმერეთის (ვანი, ხონი, წყალტუბო, სამტრედია)  დეპუტატობას აპირებს!

დაუშვებელია! სირცხვილია!

ეს რა არის!”

Gami ნაღდათ ასეა!
3 წლის უკან