კახა კუჭავა: სახელმწიფო დეპარტამენტის  ანგარიში და ასოცირების ხელშეკრულების შესრულების იმპლემენტაციის ანგარიში პასუხს სცემს ყოფილი დიპლომატის ცრუ არგუმენტებს

კახა კუჭავა: სახელმწიფო დეპარტამენტის  ანგარიში და ასოცირების ხელშეკრულების შესრულების იმპლემენტაციის ანგარიში პასუხს სცემს ყოფილი დიპლომატის ცრუ არგუმენტებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა ბულგარეთის  ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმირტი მიტოვის განცხადებას ეხმაურება:

„ძალიან სამწუხაროა, რომ  უზუსტობებზე დაფუძნებული სტატია იქნა გამოქვეყნებული ყოფილი დიპლომატის მხრიდან. კონკრეტული ფაქტები აქვს მოყვანილი, რომლიც არ არის ზუსტი და ძალიან აცდენილია რეალობას. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, შეაფასოს და თავის აზრი ჰქონდეს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ თუ იყენებს ფაქტებს, აუცილებელია, სწორად გამოიყენოს. ამიტომ ჩემს სტატიაში, რომელიც ამასთან დაკავშირებით გამოვაქვეყნე,  ფაქტებზე ფაქტებითვე ვპასუხობ, თუ რეალურად  რა არის.  მე არ ვიცი, როდის დაიწერა ეს სტატია, მაგრამ მან რომ გადახედოს სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშს და ასოცირების ხელშეკრულების შესრულების იმპლემენტაციის ანგარიშს, რომელსაც სულ ახლახან ეყარა კენჭი, ფაქტიურად, პასუხს სცემს იმ ცრუ არგუმენტებს, რომელიც მას აქვს მოყვანილი სტატიაში".​