რუსეთში სასამართლომ ნავალნის საბანკო ანგარიშები გაყინა, ხოლო მის ბინას ყადაღა დაადო

რუსეთში სასამართლომ ნავალნის საბანკო ანგარიშები გაყინა, ხოლო მის ბინას ყადაღა დაადო

რუსეთში ალექსეი ნავალნის საბანკო ანგარიშები გაყინეს, ხოლო მის ბინას ყადაღა დაადეს. ამის შესახებ რუსი ოპოზიციონერის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა განაცხადა.

კირა იარმიშის განცხადებით, ბინაზე ყადაღის დადება და ანგარიშების გაყინვა კომპანია „მოსკოვსკი შკოლნიკის“ საჩივარს უკავშირდება, რომლის საქმიანობასაც კორუფციასთან ბრძოლის ფონდი იძიებდა.

როგორც ირკვევა, სასამართლომ ნავალნის ქონებას ყადაღა მისი მოწამვლიდან ერთ კვირაში, 27 აგვიტოს დაადო.

20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას, ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს. შემდეგ ის საკმურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ პოლიტიკოსი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის პრეპარატით მოწამლეს. მოგვიანებით ეს ფრანგმა და შვედმა სპეციალისტებმაც დაადასტურეს.