კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად ჩნდება კითხვა, რამდენს გაუძლებს ჩვენი სისტემა? სიტყვაზე, ყოველდღიურად ასზე მეტი დაინფიცირების მაჩვენებელი ხომ არ გამოიყვანს მწყობრიდან ჩვენს სამედიცინო პოტენციალს?
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ კოვიდინფიცირებულებს 2400 საწოლი, 2 200-მდე სუნთქვის აპარატი ემსახურება, რაც მედიცინის მუშაკთა თქმით, ამ ეტაპზე საკმარისია კრიტიკულ პაციენტთა სამართავად. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოს თავიდანვე ჰქონდა იმაზე მეტი საწოლფონდი და სუნთქვის აპარატი მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებით, ვიდრე ევროპის ქვეყნებს.
ექიმი-ეპიდემიოლოგი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ოთარ ჩოკოშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ნებისმიერი ქვეყნის სამედიცინო სისტემის მზაობა პირობითი ცნებაა. საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში გამოვლენილ შემთხვევებში აღინიშნება მძიმე შემთხვევების შემცირება, ანუ მსუბუქი შემთხვევები ძალიან ბევრია. მათ შორის, არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც ან არაფერი არ აწუხებთ, ან ოდნავი სიცხე აქვთ ერთი-ორი დღის განმავლობაში, 38-39 გრადუსი, დალევენ სიცხის დამწევ წამალს და კარგად გრძნობენ თავს. პრაქტიკულად, მათ მკურნალობაც არ სჭირდებათ. კლინიკაში ადამიანების გადაყვანა კი აუცილებელია მაშინ, თუ სიტუაცია გართულდება. რაც მთავარია, ასეთი პაციენტები იზოლირებულნი უნდა იყვნენ საზოგადოებისგან, რომ სხვა ადამიანები არ დაინფიცირდნენ მათგან. სწორედ ეს ორი ძირითადი მიზანი იყო ამ დაავადების მართვისას.
რაც შეეხება სისტემის მზაობას, ოთარ ჩოკოშვილი აცხადებს, თუ მძიმე შემთხვევები წამოვიდა, რაც მოსალოდნელია ნოემბერ-დეკემბერსა და იანვარ-თებერვალში, შეიძლება უფრო მეტი რესურსი, მეტი საწოლი დაგვჭირდეს. ამ
„შარშან სულ არ იყო ახალი კორონავირუსი, მაგრამ საავადმყოფოები გადატენილი იყო, მით უმეტეს, ბავშვთა საავადმყოფოები. უამრავი ბავშვი იყო კლინიკაში, იყო პერიოდი, ადგილებიც აღარ ჰქონდათ კლინიკაში. საბედნიეროდ, კორონავირუსი ბავშვებში მსუბუქად მიმდინარეობს“, - აცხადებს ოთარ ჩოკოშვილი.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის შეფასებით, მისთვის უცნობია, რამდენი სასუნთქი აპარატი აქვს ჩვენს სისტემას, რადგან ნებისმიერი ციფრი, რომელსაც მთავრობა ამბობს და ჯანდაცვის მინისტრი ასახელებს, ეს არის ტყუილი, რაც თქვეს, არაფერი არ გამართლდა. ამდენად, რა მნიშვნელობა აქვს, ას აპარატს იტყვიან, ათი ათასს, თუ ასი ათასს?!
„საწოლების შესახებაც იმავეს ამბობდნენ, პერიოდულად გვესმოდა ჯანდაცვის მინისტრის, პრემიერ-მინისტრის, მთავრობის დაპირება, ხან ას-ასი საწოლი გვაქვს, ხან 2 ათასი, ხან 3 ათასი, სად წავიდა ეს ათასობით საწოლი, რომ ადამიანებს უკვე ვეღარ ვაწვენთ? სასუნთქ აპარატებთან დაკავშირებით გათვლა უნდა გაკეთდეს სცენარების მიხედვით - მსუბუქი, საშუალო და მძიმე სცენარებისთვის, უნდა ვიცოდეთ, დაახლოებით რამდენი პაციენტი გვეყოლება, იქიდან გართულებული რამდენი შემთხვევა იქნება. პირობითად რომ ავიღოთ, ასი შემთხვევიდან რთული შემთხვევაა დაახლოებით 10-11%, სარეანიმაციო შემთხვევა, რომელსაც სუნთქვის აპარატი სჭირდება, ასიდან 3-4 შემთხვევაა. შესაბამისად, გათვლაც ასეთი უნდა იყოს, რომ მთელი საჰოსპიტალე ავადმყოფებიდან 3-4%-ის ფარგლებში უნდა გვქონდეს სასუნთქი აპარატები, მაგრამ საქმე ისაა, რომ არ ვიცით ციფრები, არანაირი გათვლა გაკეთებული არ არის, ამიტომ ნებისმიერი ციფრი, რომელსაც იტყვის მთავრობა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ამდენი ხანია, ვითხოვთ, გვითხრან, რამდენი აპარატია მწყობრში, მაგრამ არ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რამდენი შეისყიდეს, რამდენს აპირებენ, ამაზე ციფრები არ დაუდიათ“, - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ ჩვენთან საუბრისას.
იმუნოლოგი დავით ნანობაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, თუკი ყოველდღიურად კორონავირუსით დაინფიცირებულთა ამხელა რაოდენობა იქნება, ჩვენი სისტემა ამას ვერ გაუძლებს.
„სიტყვაზე, დღეში 70 შემთხვევა ათ დღეში 700 შემთხვევაა და, თუ არ ვცდები, ხელოვნური სუნთქვის აპარატი საქართველოს ტერიტორიაზე შეზღუდული რაოდენობითაა. თანაც, ცოტა ატიპურად მიმდინარეობს უკვე გადატანილ ადამიანებში განმეორებითი კორონავირუსი, არავინ იცის, როგორ გართულდება. ამიტომ არ შეიძლება ადამიანებზე ცდები ვატაროთ და, თუ ცუდად განვითარდება პროცესები, მერე დავიწყოთ წესრიგი. წესრიგის მოყვარულნი უნდა გავხდეთ. მოსახლეობის 10-15% რომ ვართ კანონმორჩილი და მოწესრიგებული, ეს არ ნიშნავს, რომ დანარჩენი მოსახლეობაც ასეთია. ქუჩაში კიდევ არა უშავს, ჟანგბადის დიდი კონცენტრაციაა, თუ დღეა და მზე ანათებს, კორონავირუსის ხიფათი მკვეთრად ნაკლებია, მაგრამ დახურულ სივრცეში საფრთხე მატულობს. ამას წინათ მაღაზიაში ვიყავი, გამყიდველი ახალგაზრდა გოგო მეუბნება, პირბადეს არ ვიკეთებო. მივუბრუნდი და ვუთხარი, რატომ უქმნი ადამიანებს ხიფათს, როგორ ვიკადრო, სურათი გადაგიღო, გამოვიძახო სპეციალური სამსახური და ჯარიმა გამოვაწერინო-მეთქი“,-აღნიშნა დავით ნანობაშვილმა.
თსსუ-ის პროფესორი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე მიიჩნევს, რომ აქ მთავარია ორი საკითხი, ერთი, რაც ეხება პაციენტების რაოდენობას და, მეორე, უფრო მნიშვნელოვანი, ამ პაციენტებს შორის რამდენია მძიმე პაციენტი. ის ციფრები, რომელიც საქართველოშია, ის მონაცემები, რომელიც მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაშია, მიუთითებს იმაზე, რომ პაციენტების რაოდენობა მზარდია, მაგრამ მათ შორის კრიტიკული პაციენტები ძალიან ცოტაა.
„4-5 მძიმე შემთხვევა იყო წინა თვეების განმავლობაში, პაციენტებს შორის გარკვეული ნაწილი უსიმპტომოა და მათ სულაც არ სჭირდებათ სტაციონარი. ასევე, არის საშუალო სიმძიმის, მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტები. კრიტიკულად მძიმე პაციენტების რაოდენობაა სამედიცინო სისტემისთვის რთული, სწორედ ამ კატეგორიას სჭირდება ხელოვნური სუნთქვის აპარატი, ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტი, სადაც საწოლების რაოდენობა შეზღუდულია. თუმცა კრიტიკული პაციენტების იმ ციფრს, რაც ჩვენთან დაფიქსირებულია, ჩვენი სისტემა სავსებით მოემსახურება და სერვისის განხორციელებაში არანაირი დაბრკოლება არ იქნება“, - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ივანე ჩხაიძემ.
მე ჩემი გითხარით და აწი თქვენ იცით!
Ивермектин включен в перечень основных лекарственных средств ВОЗ.
Как сообщают РИА Новости, в лабораторных условиях исследователи проанализировали действие ивермектина на инфицированные коронавирусом клетки, куда они добавили лекарство спустя два часа после заражения. Оказалось, что благодаря одной дозе препарата спустя 24 часа количество вирусной РНК снижается на 93%, а через двое суток — более чем на 99%.