დიეტური აჭარული ხაჭაპური

დიეტური აჭარული ხაჭაპური

ინგრედიენტები

ხაჭო 5% - 240 გ

კვერცხი - 1 ც (+ სურვილისამებრ, 2 კვერცხის გული)

შვრიის ფქვილი - 3 სკ

მწიკვი მარილი

ყველი

მომზადების წესები

მოცემული ინგრედიენტებით მოზილეთ ცომი:

მოათავსეთ საცხობ ქაღალდზე. სველი ხელით მიეცით ნავის ფორმა, გაუკეთეთ ჩაღრმავება და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 10 წუთის განმავლობაში.

10 წუთში გამოიღეთ და მოაყარეთ დაბალპროცენტიანი გახეხილი ყველი.

50 გ მოცარელა ლაითი [78 კკალ] და 20 გ მარილიანი ყველი [60 კკალ]) და ისევ შედგით ღუმელში 5 წუთით.

ბოლოს, სურვილისამებრ, მოათავსეთ ხაჭაპურზე კვერცხის გული და შედგით ღუმელში კიდევ 2 წუთით.