Tesla უპილოტო ავტომობილებს სამი წლის შემდეგ ბაზარზე $25 ათასად გამოიტანს. მის შესახებ BBC კომპანიის ხელმძღვანელზე ილონ მასკზე დაყრდნობით წერს.
მასკი აცხადებს, რომ ავტომობილის ელემენტებს თავად აწარმოებს, რომელიც 5-ჯერ უფრო მეტი სიმძლავრის იქნება და გარბენის მოცულობა 16%-ით გაიზრდება.
მასკმა ასევე განაცხდა, რომ კომპანია სამომავლოდ 20 მილიონი ელექტრომობილის გამოშვებას გეგმავს. 2019 წელს კომპანიამ 367 მანქანა გამოუშვა.
ბოლო მონაცემებით, ყველაზე იაფი Tesla-ს Model 3-ი ღირს. მისი საბაზრო ფასი $37 990-ია.
ილონ მასკი $25 ათასის ღირებულების ავტომობილის წარმოებას მომხმარებელს ჯერ კიდევ 2018 წელს დაჰპირდა.