იაპონიაში მტვირთავი რობოტების გამოცდა დაიწყეს

იაპონიაში მტვირთავი რობოტების გამოცდა დაიწყეს

იაპონიაში, რობოტებს სულ უფრო ხშირად იყენებენ მაღაზიებში, იმისთვის რომ მომხმარებელს დაეხმარონ, ასევე გააკონტროლონ პროდუქციის მარაგები საწყობში. რობოტები ასევე ადგენენ რუკას, სადაც დატანილია ინფორმაცია, თუ სად დევს პროდუქტი.

იაპონური კომპანია Telexistence უფრო შორს წავიდა და მტვირთავი რობოტის გამოცდა დაიწყო, რომელიც პროდუქციას საწყობსა და დახლებზე ანაწილებს. რობოტს სპეციალური პულტით, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მართავს ოპერატორი.

წარმატებული ცდების შემთხვევაში, მტვირთავი რობოტების წარმოება იაპონიაში 2022 წელსაა დაგეგმილი. უკვე შერჩეულია 20-მდე ლოკაცია სადაც ეს რობოტები „დასაქმდებიან“.