ბრიტანელი მუსიკოს ზეინ მალიკს და ამერიკელ მოდელ ჯიჯი ჰადიდს ქალიშვილის შეეძინათ. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ზეინმა ბავშვის დაბადების შესახებ საზოგადოებას Twitter-ის დახმარებით აცნობა. მუსიკოსმა შავ-თეთრი ფოტოც გამოაქვეყნა, რომელზეც პატარა მის თითს ეჭიდება. მისივე ცნობით, დედა და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ. ზეინს შვილის სახელი არ გაუმხელია.
მალიკი და ჰადიდი 2015 წლიდან არიან ერთად. წყვილისთვის ეს პირველი შვილია.