ბარაკ ობამამ სოციალურ ქსელში თავისი ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნა

ბარაკ ობამამ სოციალურ ქსელში თავისი ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ სოციალურ ქსელში თავისი ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნა და ამერიკელებს სთხოვა, მას დაუკავშირდნენ.

„მოდით რაღაც ახალი მოვსინჯოთ. თუ აშშ-ში იმყოფებით, გამომიგზავნეთ ტექსტური შეტყობინება ნომერზე 773-365-9687. მინდა გავიგო, როგორ ხართ, რას ფიქრობთ და როგორ აპირებთ წელს არჩევნებში ხმის მიცემას. პერიოდულად ხაზზე ვიქნები და გაგიზიარებთ ჩემს აზრებს“, - წერს ბარაკ ობამა.

აშშ-ის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაიმართება. მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დაუპირსპირდება.