ჰუბერტ ქნირში: 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, წლევანდელი კამპანია ბევრად უკეთესად დაიწყო

ჰუბერტ ქნირში: 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, წლევანდელი კამპანია ბევრად უკეთესად დაიწყო

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, წლევანდელი კამპანია ბევრად უკეთესად დაიწყო, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა „საარჩევნო კომპასი საქართველოსა“ და Partiebi.Ge-ს პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი პოლარიზებულია. მიუხედავად წარსული გამოცდილებისა, საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, რომელიც ორი წლის წინ გაიმართა, ეს კამპანია ბევრად უკეთესად დაიწყო. ჩვენ ვსწავლობთ სხვადასხვა ფაქტორს, რაც არჩევნებს ართულებს, მათ შორის, „კოვიდ-19“-ის პანდემიას, რაც ხელს უშლის პარტიებს ამომრჩევრლთან შეხვედრაში და კამპანიის ჩატარებაში. მაგრამ მე პირველ რიგში ყურადღებას ვაქცევ ძალადობრივ შემთხვევებს, რომელთა შესახებაც ინფორმაცია ვრცელდება სხვადასხვა საარჩევნო უბნიდან. ეს კი ნამდვილად შემაშფოთებელია“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.