6 წლის ამერიკელმა სასწრაფო გამოიძახა და ყაჩაღების მიერ დაჭრილი მამა გადაარჩინა

6 წლის ამერიკელმა სასწრაფო გამოიძახა და ყაჩაღების მიერ დაჭრილი მამა გადაარჩინა

6 წლის ამერიკელმა, ინდიანის შტატის ქალაქ ბლუმფილდის მკვიდრმა, სასწრაფო დახმარება გამოიძახა, მას შემდეგ რაც შეიარაღებულმა ყაჩაღებმა დედამისი მოკლეს და მამა დაჭრეს. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.

17 სექტემბერს ბიზნესმენი ჯონათან ჰოხშტეტლერი სახლში ბრუნდებოდა, როდესაც ინდიანაპოლისის მახლობლად მისი ავტომობილის საბურავმა დაიშვა.

როდესაც ჯონათანი და მისი ცოლი, 40 წლის უილმა ავტომობილს საბურავს უცვლიდნენ, 6 წლის ბრედონი კი მშობლებს ავტომობილში ელოდებოდა, მათ 2 შეიარაღებული კაცი დაესხა თავს და საფულეები წაართვა. ყაჩაღები ადგილიდან მიმალვას აპირებდნენ, შემდეგ კი მობრუნდნენ და ცოლ-ქმარს ესროლეს.

სროლის შედეგად უილმა ადგილზე დაიღუპა, ჯონათანი კი ყელის არეში დაიჭრა, ბრედონმა მანქანაში ნაპოვნი კიდევ ერთი ტელეფონიდან სასწრაფო გამოიძახა. ჯონათან ჰოხშტეტლერს ორი ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.