დონალდ ტრამპი: პოლიტიკაში 47 თვის განმავლობაში უფრო მეტი გავაკეთე, ვიდრე ბაიდენმა 47 წლის განმავლობაში

დონალდ ტრამპი: პოლიტიკაში 47 თვის განმავლობაში უფრო მეტი გავაკეთე, ვიდრე ბაიდენმა 47 წლის განმავლობაში

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში ყოფნისას უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა.

„მთელი ცხოვრება პოლიტიკაშია. 47 წელია პოლიტიკაშია, მე კი ახლახან დავიწყე პოლიტიკაში მოღვაწეობა. თუმცა, 47 თვის განმავლობაში უფრო მეტი გავაკეთე, ვიდრე ბაიდენმა 47 წლის განმავლობაში. ეს სრული ჭეშმარიტებაა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა პენსილვანიის შტატში სიტყვით გამოსვლისას.

დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენის პროგრამა ენერგეტიკის სფეროში ქვეყანას დამანგრეველ შედეგებს მოუტანს.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაიმართება.