Time-მა წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგი გამოაქვეყნა

Time-მა წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგი გამოაქვეყნა

ჟურნალმა Time წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეული გამოავლინა. წელს რეიტინგში 54 ქალია, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. სიაში ასევე პირველად მოხვდა ამდენი ექიმი და მეცნიერი. გამოცემამ სიაში მოხვედრილები 5 კატეგორიად დაყო: ტიტანები, ნოვატორები, ხელოვნების მოღვაწეები, ლიდერები და კერპები.

ლიდერებს შორის წელს ჯანმოს გენერალური მდივანი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი, აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მისი მეტოქე ამერიკის საპრეზიდენტო არჩვენბეზე ჯო ბაიდენი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და სხვები მოხვდნენ.

ტიტანების კატეგორიაში Time-მა Google-ის გენერალური დირექტორი სუნდარა პიჩაი, ჩინეთი მთავარი ეპიდემიპლოგი ჩჯუნ ნანშანი, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი მაკენზი ბეზოსი, ფორმულა 1-ის მრბოლელი ლუის ჰამილტონი და სხვები გაანაწილა.

ნოვატორებს შორის მოხვდნენ ამერიკელი რეპერი Megan Thee Stallion, NASA-ს ასტრონავტები ჯესიკა მეირი და კრისტინა კუკი.

ხელოვანთა კატეგორიაში მოხვდნენ მომღერლები The Weeknd და სელინა გომესი, მსახიობები ფიბი უოლტერ-ბრიჯი და მაიკლ ბაკარი, რეჟისორი პონ ჟუნ ხო.

კერპებად კი გამოცემა მოძრაობა Black Lives Matter-ის დამფუძნებლებს, უგლებადამცველ ანჯელა დევისს და ჩოგბურთელ ნაომი ოსაკას ასახელებს.