„ევროპული საქართველო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ნაცმოძრაობას“ ოპოზიციური შეთანხმების ჩაშლაში ადანაშაულებენ

„ევროპული საქართველო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ნაცმოძრაობას“ ოპოზიციური შეთანხმების ჩაშლაში ადანაშაულებენ

„ევროპული საქართველო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ოპოზიციური შეთანხმების ჩაშლაში ადანაშაულებენ.

„ერთ-ერთი უკანასკნელი გავლენა, რომელიც მათ მოახდინეს, იყო მაჟორიტარების შეთანხმების ჩაშლა. ეს არის სამწუხარო გავლენა წინასაარჩევნო პროცესზე, კარგი იქნებოდა, ეს შეთანხმებები ყოფილიყო", - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი სერგი კაპანაძე.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საერთო ოპოზიციურ გამარჯვებაზე წინ ვიწროპარტიული ინტერესი დააყენა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ წინ დააყენა ვიწროპარტიული ინტერესები, არა მხოლოდ რეგიონებში, არამედ მაშინაც, როცა ისანში შეთანხმება ჩაშალა", - აღნიშნავს „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება.