ტეხასს ტროპიკული შტორმი „ბეტა“ დაატყდა თავს

ტეხასს ტროპიკული შტორმი „ბეტა“ დაატყდა თავს

აშშ-ში ტეხასის სანაპიროს შტორმი „ბეტა“ დაატყდა თავს. ინფორმაციას აშშ-ის ნაციონალური ცენტრი ავრცელებს. შტორმი „ბეტა“ მექსიკის ყურეში შაბათს ჩამოყალიბდა.

შტორმი ამ დროისთვის მატაგორდას მხარესთან 35 კილომეტრშია და ჩრდილო-აღმოსავლეთით საათში ექვსი კილომეტრი სიჩქარით გადაადგილდება. ქარის მაქსიმალური სიჩქარე საათში 75 კილომეტრია.

ტეხასის ცენტრალურ სანაპიროზე შტორმმა ძლიერი წვიმები გამოიწვია.

ცნობისთვის, შტორმს სახელს მაშინ არქმევენ, როცა ქარის სიჩქარე საათში 62 კილომეტრს აღწევს. შტორმს ქარიშხლის კვალიფიკაცია მაშინ ენიჭება, როცა ქარის სიჩქარე საათში 119 კილომეტრს აღწევს.