ბიძინა კულუმბეგოვი: ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც ახლა გვაქვს, ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვისთვის პრობლემა არ არის

ბიძინა კულუმბეგოვი: ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც ახლა გვაქვს, ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვისთვის პრობლემა არ არის

ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ისეთი მასშტაბით ვითარდება, არ მგონი რომ სიტუაცია მალე დასტაბილურდეს. ალბათ რამდენიმე კვირაში გამოიკვეთება, ჩვენ რა მასშტაბებს ვაღწევთ ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

„ყოველთვის ვამბობ და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჯანდაცვის სისტემა არის ისე განვითარებული, როგორც არის ეკონომიკა, განათლება და ა,შ. ჩვენ ვერ გვექნება ჯანდაცვის სისტემა ისეთი როგორიც განვითარებულ ქვეყნებს აქვთ. შესაბამისად შეიძლება იყოს ანალიზების დაგვიანება, პაციენტების განაწილების პრობლემა. ტრაგედია არ უნდა შევქმნათ და სწორედ ამიტომ ყველას მოვუწოდებთ, რომ ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის გამოსავალი არის ინფიცირებული ადამიანების მცირე რიცხვი. რაც უფრო მეტი იქნება ინფიცირებულები, მით უფრო მეტი იქნება პრობლემები, პაციენტების შესაძლო გართულებები და ა.შ.

ამიტომ ეს ციფრები რომლებიც ახლა არის მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის გამკლავებადია და ახლა მთავარია ეს დინამიკა შევინარჩუნოთ“, - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.