„ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლების შეცვლა არც უნდა და არც შეუძლია, პატარა პარტიები შეიერთა იმიტომ, რომ სიას ვერ ადგენს, ხალხი არ ჰყავს, სადაც ხალხი ჰყავდა, მაჟორიტარულ ოლქებში, არც ერთი ოპოზიციური პარტია არ გაიკარა, ყველას ხელთათმანი ესროლა, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, რამაზ საყვარელიძემ „POSTV"-ის ეთერში განაცხადა.
„თუ ხელისუფლებას არ ცვლიან მაშ რა უნდათ? მათ უნდათ თავიანთი ამომრჩეველი, ამომრჩეველი, რომელიც ოღონდ „ოცნება" ნუ იქნება და თუნდაც ქვეყანა დაინგერს, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ოღონდ სააკაშვილი გაიგონ და ყველაფერზე თანახმა არიან.
სააკაშვილი მათ ანკესზე ჰყავთ, ამიტომ სააკაშვილის ფანატიკური მომხრეები სხვა დანარჩენ წევრებს არც უყურებენ", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.