ლევან რატიანი: კორონავირუსი არის მოსახდელი დაავადება

ლევან რატიანი: კორონავირუსი არის მოსახდელი დაავადება

კორონავირუსი არის მოსახდელი დაავადება - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა, ადამიანი იყოს კორონავირუსით ინფიცირებული, მაგრამ ვირუსისთვის დამახასიათებელი არც ერთი კლინიკური ნიშანი არ ჰქონდეს გამოვლენილი.

„ინფექციურ დაავადებებს ახასიათებს ორი თვისება, შესაძლოა, ვიყოთ ინფიცირებული, მაგრამ არ ვიყოთ დაავადებული. ეს ორი რამ უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან. რადგან ინფიცირება არ ნიშნავს დაავადების არსებობას. მსოფლიოს წამყვანი ვირუსოლოგები ამბობენ, რომ 80% შემთხვევაში შესაძლოა ვიყოთ ინფიცირებული და არც ერთი კლინიკური ნიშანი არ გქონდეს გამოვლენილი. რა თქმა უნა, ინფიცირება ცუდია, მაგრამ კარგი იმ მხრივ, რომ დაავადებულთა რიცხვი ნაკლებია. ახლა, 3,5%-ია მაქსიმალური რიცხვი კრიტიკული პაციენტების, დანარჩენი ნაწილდება საშუალო, მსუბუქ და მძიმე პაციენტებად“, - განაცხადა ლევან რატიანმა.