ბროწეულის გლინტვეინი

ბროწეულის გლინტვეინი

ინგრედიენტები

ბროწეულის წვენი - 1 ლ

წყალი - 200 მლ

მანდარინი - 1 ცალი

თაფლი - 3 ს/კ

დარიჩინის ჩხირი - 2 ცალი

მიხაკი - 3 ცალი

ჯანჯაფილი - 1 ჩ/კ

კარდამონი (ილი) - 5 ცალი მარცვალი

მუსკატის კაკალი (ჯავზი) - დაფქული, მწკივი

მომზადების წესები

მოამზადეთ ყველა სანელებელი (დარიჩინი, მიხაკი, კარდამონი (ილი), მუსკატის კაკალი, დარიჩინი), აურიეთ ერთ ჯამში. დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი.

დააფარეთ ჯამს თავსახური და გააჩერეთ 30 წუთი. შემდეგ გაწურეთ.

ქვაბში ჩაასხით ბროწეულის წვენი, ჩაყარეთ მანდარინის ლებნები, დაუმატეთ სანელებლების ნაყენი.

დადგით ცეცხლზე, ურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე (70-80 გრადუსამდე). დაუმატეთ თაფლი, მოურიეთ და ჩაასხით ჭიქებში.