ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმს, ჯუმბერ ბოლქვაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ სამედიცინო დაწესებულებიდან აცნობეს.
ექიმის ცემის ფაქტი რესპუბლიკური საავადმყოფოს შესასვლელში მას შმდეგ მოხდა, რაც ექიმმა მოქალაქე დავით გეგიძეს კოვიდინფიცირებული მეგობრის მონახულების უფლება არ მისცა.
ამან გეგიძის გაღიზიანება გამოიწვია, რის შემდეგაც ექიმს სახის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა.
დავით გეგიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ამავე პარტიიდან ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელია.
ის უკვე დაკავებულია. შსს-ში „პრაიმტაიმს“ განუმარტეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
სასწრაფოდ უნდა გამოვიდეს ქუჩაში მთელი გაერთიანებული ოპოზიცია, ლოზუნგებითა და ტრანსპარანტებით - "ძირს ტოტალიტარიზმი!!! "
" თავისუფლება პოლიტპატიმარ დავით გეგიძეს!!! "