აშშ-ში 100 წელს გადაცილებულმა წყვილმა ქორწინების 85 წლის იუბილე აღნიშნა

აშშ-ში 100 წელს გადაცილებულმა წყვილმა ქორწინების 85 წლის იუბილე აღნიშნა

აშშ-ში 1935 წელს დაქორწინებულმა წყვილმა ქორწინების 85 წლის იუბილე აღნიშნა ამის შესახებ LadBible-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 102 წლის რალფი და 100 წლის დოროთი ნებრასკაში დაქორწინდნენ. ისინი იმდენად პატარები იყვნენ, რომ მათ მიერ ნაპოვნმა პირველმა მოსამართლემ ცერემონიის გამართვაზე უარი განაცხადა. წყვილისთვის სასიხარულოდ მე-2 მოსამართლე დათანხმდა და 17 წლის რალფი და 16 წლის დოროთი დაქორწინდნენ.

„როცა პრობლემები გვქონდა, მე ყველაფერში ვეთანხმებოდი დოროთის, ეს გამოსავლის პოვნის ყველაზე კარგი საშუალებაა“, - განაცხადა რალფმა.

სტატისტიკის მიხედვით, აშშ-ში დაქორწინებული წყვილებს მხოლოდ 6% აღნიშნავს ქორწინებიდან 50 წლისთავს.