ოზი ოსბორნისა და Uriah Heep-ის ყოფილი დრამერი, ლი კერსლეიკი გარდაიცვალა

ოზი ოსბორნისა და Uriah Heep-ის ყოფილი დრამერი, ლი კერსლეიკი გარდაიცვალა

ოზი ოსბორნისა და Uriah Heep-ის ყოფილი დრამერი, ლი კერსლეიკი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC წერს.

„39 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ლი არ მინახავს, ​​მაგრამ ის სამუდამოდ იცხორვებს იმ ჩანაწერებში, რომელსაც ჩემთვის უკრავდა“ - დაწერა ოსბორნმა Fაცებოოკ-ის საკუთარ გვერდზე. 

Uriah Heep- ის წევრმა, მიკ ბოქსმა კი Twitter-ზე დაწერა: „ლი დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე კეთილი ადამიანი იყო, ასევე, შესანიშნავი დრამერი, მომღერალი და სიმღერების ავტორი“.

მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზი პროსტატის კიბოა.