ეგვიპტეში, 27 სარკოფაგი აღმოაჩინეს, რომლებიც 2 500 წლის წინ დამარხეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სპეციალისტებმა სარკოფაგები საქარას ერთ-ერთ ახალაღმოჩენილ სამარხში იპოვეს. თვის დასაწყისში არქეოლოგებმა 13, რამდენიმე დღის წინ კი კიდევ 14 სარკოფაგი ამოთხარეს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მსგავსი აღმოჩენაა.
საქარა კაიროს სამხრეთით მდებარეობს და ეგვიპტეს ძველი დედაქალაქის, მემფისის ნაწილი იყო, რომელიც ახლა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტია.
არქეოლოგიური აღმოჩენებით ეგვიპტეს მთავრობა ქვეყანაში ტურიზმის სფეროს განვითარებას ცდილობს, რომელსაც პანდემიამ დიდი ზარალი მიაყენა.