ლოს-ანჯელესში Emmy-ის დაჯილდოების 72-ე ცერემონია გაიმართა. კორონავირუსის პანდემიის გამო ღონისძიება ონლაინ-ფორმატში ჩატარდა. ამის შესახებ BBC წერს.
წლის საუკეთესო დრამატული სერიალის კატეგორიაში HBO-ს შოუმ „მემკვიდრეები“ გაიმარჯვა. სერიალმა ღონისძიებაზე კიდევ 6 ჯილდო მიიღო სხვადასხვა კატეგორიაში.
დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობი კაცი ჯერემი სტრონგი („მემკვიდრეები“), ქალი კი ზენდაია („ეიფორია“) გახდა.
საუკეთესო მინი-სერიალი „დარაჯები“ გახდა. ეს შოუ ლიდერი იყო ნომინაციების რაოდენობით და Emmy-ს ტრიუმფატორი გახდა - მას 11 ჯილდო ერგო. საუკეთესო კომედიურ სერიალად კი „შითს ქრიკი“ დასახელდა.
ჯამში, პირველ ადგილზე HBO-ს სერიალები გავიდა - ტელეკომპანიის პროდუქციამ 30 ნომინაციაში გაიმარჯვა. მეორე ადგილზე კი სტრიმინგ-სერვისი Netflix-ია, რომლის პროექტებმაც 21 გამარჯვება მოიპოვა.