ჰონდურასი ისრაელში თავის საელჩოს იერუსალიმში გადაიტანს

ჰონდურასი ისრაელში თავის საელჩოს იერუსალიმში გადაიტანს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის კანცელარიის განცხადებით, წლის ბოლომდე ჰონდურასი ისრაელში თავის საელჩოს იერუსალიმში გადაიტანს, ხოლო ისრაელი ჰონდურასში საელჩოს გახსნის.

„ახლახან ვესაუბრე ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს. ჩვენი სტრატეგიული კავშირის გაძლიერება განვიხილეთ და შევთანხმდით, რომ იერუსალიმსა და ტეგუსიგალპაში საელჩოებს გავხსნით. ვიმედოვნებთ, რომ ამ ისტორიულ ნაბიჯს წლის ბოლომდე გადავდგამთ“, - განაცხადა ჰონდურასის პრეზიდენტმა, ხუან ორლანდო ერნანდესმა.

2017 წლის 6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებდა. ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ისრაელში აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაინაცვლებდა. 14 მაისს კი იერუსალიმში აშშ-ის საელჩო ოფიციალურად გაიხსნა.