გამოცემა „The New York Times”-ის ცნობით, რამდენიმე დღის წინ დიდ ბრიტანეთში გაყიდვაში ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი ბობ დილანის ახალი ალბომი გამოვიდა.
საინტერესოა რომ მისი რაოდენობა მხოლოდ 100 ცალს შეადგენს და მუსიკალურ კოლექციონერებს შორის უკვე დიდი პოპულარობა მოიპოვა.
ალბომის შეძენა მხოლოდ სპეციალიზირებულ მაღაზიებსა და eBay-ის ინტერნეტ-აუქციონზე შეგიძლიათ. ამ დისკის გასაყიდმა ფასმა უკვე 1000 გირვანქა სტერლინგს მიაღწია.
ალბომის სახელწოდებაა „The 50th Anniversary Collection” და ოთხი კომპაქტ დისკისგან შედგება. ალბომში განთავსებული 86 კომპოზიცია ძირითადად 1962-1963 წლებითაა დათარიღებული.
ეს რარიტეტული ალბომი ხმის ჩამწერმა სტუდიამ „Sony Music” გამოსცა.