თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 128 აჭარაში გამოვლინდა.
მისივე ინფორმაციით, ახალი შემთხვევიდან 30 თბილისში ფიქსირდება.
„გუშინდელი მონაცემებით, ქვეყანაში 3306 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. დაგვემატა 196 ახალი შემთხვევა და დღევანდელი მონაცემებით, გახლავთ სულ 3502 დადასტურებული შემთხვევა.
196 ახალი დადასტრურებული შემთხვევა ასეთი განაწილებით გახლავთ-128 არის აჭარა, 30 გახლავთ თბილისი, 19-ქუთაისი, 6-სამეგრელო ზემო-სვანეთი, 5 ქვემო ქართლი, 1 შიდა ქართლი, 4 არის გურია, 2- მცხეთა-მთიანეთი და ერთი კახეთი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.