გამოცემა „New Musical Express”-ის მტკიცებით, ჯგუფი „Foo Fighters”-ის ლიდერმა დეივ გროლმა ახალი ჯგუფი ჩამოაყალიბა. მისი სახელწოდებაა „Sound City Players”.
დეივ გროლმა ამ ჯგუფში შემდეგი მუსიკოსები მიიპატიჟა: “Fleetwood Mac”-ის წევრი სტივ ნიქსი, „Nirvana”-დან ყოფილი კოლეგები კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმეარი, ჯგუფი „Creedence Clearwater Revival”-ის ლიდერი ჯონ ფოგერტი.
ზემოთდასახელებული მუსიკოსების გარდა დეივ გროლმა „Foo Fighters”-ის ამჟამინდელი წევრები ტეილორ ჰოკინსი, ნეიტ მენდელი და კრის შიფლეტიც მიიწვია. ახალ ჯგუფში “Cheap Trick”-ის გიტარისტ რიკ ნილსენსა და „Rage Against the Machine”-ს მედოლე ბრედ უილკსაც ვიხილავთ.
ახლადჩამოყალიბებული ჯგუფის დებიუტი მიმდინარე წლის 18 იანვარს შესდგება. მუსიკოსები „სანდენსის“ კინოფესტივალის საზეიმო გახსნაზე გამოვლენ.