წყალტუბო, თავისი უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტებით, ჯერ კიდევ შუა ცნობილია . სამთავრობო გუნდთან ერთად ვიწყებთ არსებული სანატორიუმების აღდგენას , სამედიცინო ტურიზმის განვითარებას , რათა მოვიზიდოთ მეტი დამსვენებელი და ტურისტი, დავუბრუნოთ წყალტუბოს ძველი დიდება და თანამედროვე ევროპულ კურორტად გადავაქციოთ,- ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გივი ჭიჭინაძემ წყალტუბოში, წარდგენაზე განაცხადა.
როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, ხალხმა უკვე დაინახა, რომ ჰყავს მზრუნველი და ეფექტური მთავრობა, რომ " ქართული ოცნების" ხელისუფლება არის ქვეყანაში სიმშვიდის და სტაბილურობის გარანტი, რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკის გამტარებელი.
გივი ჭიჭინაძემ დევნილებისათვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 2021 წელს, იძულებით გადაადგილებული 560 ოჯახი ახალ ბინას მიიღებს.
,,სიამაყის გრძნობით მავსებს ჩვენი ღირსეული თანამემამულის, უბადლო პროზაიკოსის, დიდი ნოველისტისა და პუბლიცისტის ნიკო ლორთქიფანიძის მშობლიურ სოფელ ჩუნეში სტუმრობა, აქ ღვთიური მადლით გასხივოსნებულ ეზო- გარემოში თქვენთან შეხვედრა. წილად მხვდა ბედნიერება ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ვმდგარიყავი ბატონი ბიძინა ივანიშვილის გვერდით, პოლიტიკური გაერთიანება " ქართული ოცნების" ჩამოყალიბების სათავეებთან , შემდგომში კი როგორც იმერეთის რწმუნებული გუბერნატორი . უდიდესი პასუხისმგებლობაა წარვსდგე თქვენს წინაშე როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. მადლობას ვუხდი მმართველ პარტიას ნდობისათვის, მხარდაჭერისთვის და თქვენ, აქ მობრძანებისათვის და ასევე მომავალი ჩვენი მხარდაჭერისათვის. ხალხმა უკვე დაინახა, რომ ჰყავს მზრუნველი და ეფექტური მთავრობა, რომ " ქართული ოცნების" ხელისუფლება არის ქვეყანაში სიმშვიდის და სტაბილურობის გარანტი, რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკის გამტარებელი. ჩვენს მუნიციპალიტეტში კვლავ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სასმელი წყლის, გაზმომარაგებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. ყოველდღიური, კეთილსინდისიერი შრომის შედეგად მოხდება არსებული ყველა პრობლემის გადაჭრა . ჩემთვის არა მხოლოდ როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატისთვის , არამედ როგორც ქვეყნის გულწრფელი გულშემატკივრისთვის მნიშვნელოვანია თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე ზრუნვა , რომელშიც მედიკოსებს დიდი წვლილი შეაქვთ. მადლობა მათ ამ დაუღალავი შრომისა და თავდადებისათვის . მნიშვნელოვანია დევნილებისათვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება . ჩემი გუბერნატორობის პერიოდში, წყალტუბოში თამარ მეფის ქუჩაზე იძულებით გადაადგილებული პირებისათვის 8 -10 სართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყო. პროექტს დევნილთა და განსახლების სამინისტრო ახორციელებს . 2021 წელს, იძულებით გადაადგილებული 560 ოჯახი მიიღებს ახალ ბინას. რამდენიმე კვირის წინ 140 ოჯახს ბინა უკვე გადაეცა. ჩვენთვის, ჩვენი გუნდისთვის პრიორიტეტულია და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას, მეწარმეობას, ბიზნესში ახალი მიმართულებების გადახალისებას და წახალისებას, სოფლის მეურნეობის განვითარებას.წყალტუბო, სამტრედია, ვანი და ხონი ერთ - ერთი ძლიერი ოლქია სოფლის მეურნეობის მხრივ. ძლიერი სოფელი კი ძლიერ სახელმწიფოს ნიშნავს. ჩემთვის, როგორც მაჟორიტარი დეპუტატისთვის პრიორიტეტული იქნება ახალგაზრდებზე ზრუნვა. მათ განათლებაზე , მათი ახალი პროფესიული სწავლების დაუფლებაზე ზრუნვა . მოგეხსენებათ, წყალტუბოში უკვე დაიწყო ახალი პროფესიული კოლეჯის მშენებლობა და მალე ჩვენი ახალგაზრდები მიიღებენ სრულყოფილ საშუალო განათლებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შშმ პირებისათვის ადაპტირებული გარემოს შექმნა - ინკლუზიური ცენტრების დაფინანსების გაზრდა, აქ მყოფი ბავშვებისა და მოზარდებისათვის საზოგადოებასთან ინტეგრირების პირობების შექმნა. ჩემს სამაჟორიტარო ოლქში, ოთხივე რაიონს დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია - მდიდარია ისტორიული ძეგლებით , კასტრული მღვიმეებით, ღირშესანიშნაობებით , მაგრამ არსებობს სრულიად გამორჩეული ადგილები, რომლებიც თავიანთი სამკურნალო დანიშნულებით, ისტორიული წარსულით არის ცნობილი. სწორედ ასეთია წყალტუბო, თავისი უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტებით . მოგეხსენებათ , ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან წყალტუბო ამ მიმართულებითა ცნობილია . როგორც ბატონმა პრემიერმა მოგახსენათ, სამთავრობო გუნდთან ერთად ვიწყებთ ერთ - ერთი მოწინავე, არსებული სანატორიუმების აღდგენას , სამედიცინო ტურიზმის განვითარებას , რათა მოვიზიდოთ მეტი დამსვენებელი და ტურისტი, დავუბრუნოთ წყალტუბოს ძველი დიდება და თანამედროვე ევროპულ კურორტად გადავაქციოთ. მთავარი ფასეულობა ჩვენთვის ადამიანია და ამიტომაც მუდმივად ვიზრუნებთ და ვზრუნავთ , რომ სათანადოდ იყოს დაფასებული პედაგოგების, მედიკოსების, ტურიზმის და სოფლის მეურნეობაში მომსახურე ადამიანების ღვაწლი, მოხდეს პროფესიული კადრების და ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდების დასაქმება, თითოეული მოქალაქის ყოფითი პირობების გაუმჯობესება. მწამს, რომ წყალტუბოს, ხონის, ვანის და სამტრედიის ამომრჩეველი გააკეთებს ღირსეულ არჩევანს. ერთად საქართველოს გაერთიანებისა და გაბრწყინებისთვის”,- განაცხადა გივი ჭიჭინაძემ