ჰარი პოტერის სამყაროს მიხედვით, ახალი კომპიუტერული თამაში გამოვა

ჰარი პოტერის სამყაროს მიხედვით, ახალი კომპიუტერული თამაში გამოვა

კომპანიამ Avalanche Software ახალი ვიდეოთამაშის Hogwarts Legacy ტრეილერი წარმოადგინა, რომლის სიუჟეტიც „ჰარი პოტერის“ სამყაროში ვითარდება.

თამაშის მთავარი გმირი ნორჩი ჯადოქარი, ჰოგვორტსის მოსწავლეა. მან უძველესი საიდუმლო შეიტყო, რომელსაც ჯადოქრების სამყაროს გახლეჩა შეუძლია. სიუჟეტი ჯოან როულინგის წიგნებში მოყოლილ ამბავზე გაცილებით ადრე, XIX საუკუნეში ვითარდება.

თამაში Hოგწარტს Lეგაცყ 2021 წლიდან შემდეგ პლატფორმებზე იქნება ხელმისაწვდომი: PlayStation 4, PlayStation 5, Xbox One, Xbox Series X და PC.