„ფორესტ გამპის“ ავტორი უინსტონ გრუმი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ წიგნის მიხედვით, ჰოლივუდმა 1994 წელს, ფილმი გადაიღო, სადაც მთავარ როლს მსახიობი ტომ ჰენქსი ასრულებს.
გრუმის სიკვდილი ალაბამას გუბერნატორმა დაადასტურა. როგორც მან აღნიშნა, ყველა დამწუხრებულია ალაბამას ერთ-ერთი უნიჭიერესი მწერლის დაკარგვით.