დონალდ ტრამპი: ბაიდენის გამარჯვება ბრბოს, მეამბოხეებისა და ანარქისტების გამარჯვებაა

დონალდ ტრამპი: ბაიდენის გამარჯვება ბრბოს, მეამბოხეებისა და ანარქისტების გამარჯვებაა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 3 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნებში „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის გამარჯვება ჩინეთის გამარჯვება იქნება.

„ბაიდენის გამარჯვება ჩინეთის გამარჯვებას ნიშნავს. ბაიდენის გამარჯვება ბრბოს, მეამბოხეებისა და ანარქისტების გამარჯვებაა. მეორე ვადით იმიტომ ვიყრი კენჭს, რომ სამუშაო ადგილები და ქარხნები დავაბრუნო ვისკონსინში და მოძალადე კრიმინალები გისოსებს მიღმა მოვათავსოთ. მომავალი ამერიკას ეკუთვნის და არა ჩინეთს. თუ ჩვენ ვიგებთ, ამერიკა მოიგებს. ჩვენ ავაშენეთ მსოფლიოს ისტორიაში უდიდესი ეკონომიკა და ახლა ამას კვლავ ვაკეთებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.