პროკურორის განცხადებით, დავით ფურცხვანიძემ, რომელმაც ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს სატელიტით გადაღებული ფოტომასალა მიაწოდა, არ დაასახელა წყარო და უარი განაცხადა გამოკითხვაზე

პროკურორის განცხადებით, დავით ფურცხვანიძემ, რომელმაც ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს სატელიტით გადაღებული ფოტომასალა მიაწოდა, არ დაასახელა წყარო და უარი განაცხადა გამოკითხვაზე

პროკურორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, დავით ფურცხვანიძემ არ დაასახელა ფოტომასალების წყარო და უარი განაცხადა გამოკითხვაზე, რის გამოც ხვალ პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს და ფურცხვანიძე მოსამართლის წინაშე დაიკითხება.

პროკურორის თქმით, ასევე იგეგმება ფურცხვანაძის ოფისის მიმართ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რომელიც ოპერატიულად განხორციელდება.

„მყისიერი რეაგირება განხორციელდა პროკურატურის მხრიდან, გამოკითხვაზე დაბარებულ იქნა დავით ფურცხვანიძე. ამასთან ჩხრეკა ჩატარდა მის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ამოღებულია ელექტრონული ტექნიკა და შესაბამისად ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება, რაც ამასთან არის დაკავშირებული.

ამ ეტაპზე დავით ფურცხვანიძემ არ დაასახელა წყარო და ამავდროულად უარი განგვიცხადა გამოკითხვაზე მოცემულ შემთხვევაში, რისთვისაც ხვალ პროკურატურა მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით, რომ მოსამართლის წინაშე მოხდეს აღნიშნული პირის დაკითხვა. ასევე იგეგმება თავად დავით ფურცხვანიძის ოფისთან მიმართებაში რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ოპერატიულად განხორციელდება“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

მანამდე ფურცხვანიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული მასალა მას პარტნიორებმა უცხოეთიდან გამოუგზავნეს.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ გასაჯაროებულ ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგებით გაირკვა, რომ ისინი დამონტაჟებული და ყალბია.

Aburjga Tasmanieli რას დაასახელებდა, რაც არ არსებობს?! თითონ იჩალიჩა, ითაღლითა და რაღაც შფოთი კიდევ დაუმატა ამ მშფოთვარედ განვითარებულ ტრაგედიას! ეს ფურცხვანიძე და რამიშვილი იდეური დოსტები არიან! დააპატიმრეთ, ტელეფონი და კომპიუტერი წაართვით, კარცერში ჩასვით განუსაზღვრელი ვადით, მალე აღიღინდება ! გამოკითხვაზე უარს აცხადებს, ყალბ ინფორმაციას ავრცელებს.... აბა "ბესპრედელი" რას ქვია?! ეს ხომ ლობიო არ არის გინდა შეჭამ და გინდა არა?!
3 წლის უკან