რა უნდოდა გაუჩინარების დღეს თამარ ბაჩალიაშვილს ფონიჭალის სასაფლაოზე? - მანქანა დაძრა და სასაფლაოსკენ გაემართა

რა უნდოდა გაუჩინარების დღეს თამარ ბაჩალიაშვილს ფონიჭალის სასაფლაოზე? - მანქანა დაძრა და სასაფლაოსკენ გაემართა

საქართველოს პროკურატურამ 23 წლის პროგრამისტის 18 ივლისის გადაადგილების ტრაექტორია გამოაქვეყნა, რომელიც, მათი განცხადებით, ახალგაზრდა გოგოს „google“-ის ანგარიშზე გააქტიურებული „timeline“-ის ფუნქციის მიერ ასახული მონაცემებზეა დაყრდნობილი.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალაში ჩანს, რომ თამარი საკუთარი ავტომობილით რუსთავის გზატკეცილიდან თბილისი-მარნეულის გზატკეცილზე გადასვლის შემდეგ ჯერ ფონიჭალის სასაფლაოზე შედის, შემდეგ იქიდან გამოდის და სვლას მარნეულის მიმართულებით განაგრძობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით "ინფო რუსთავმა" კითხვა დაუსვა ბაჩალიაშვილების უფლებადამცველს, მიხეილ რამიშვილს, რომელიც აცხადებს, რომ ჯერჯერობით მას არ აქვს ინფორმაცია, რა მიზეზით შეიძლებოდა მისულიყო თამარი სასაფლაოზე.