მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია საქმით და შედეგებით, ცოცხალი თავით არ ასცდა ჩრდილოეთს

მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია საქმით და შედეგებით, ცოცხალი თავით არ ასცდა ჩრდილოეთს

სულ გვარწმუნებდნენ, ჩვენი მიმართულება დასავლეთიაო, მაგრამ საქმით და შედეგებით ცოცხალი თავით არ ასცდნენ ჩრდილოეთს, - ამას მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში, ოპოზიციიური პარტიების შესახებ წერს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის აზრით, ოპონენტების საარჩევნო სლოგანები და მესიჯბოქსები ჩრდილოეთის გავლენებით არის ინსპირირებული.

„კომპასზე ბოკერიას პარტიის გარდა ნაცებიც ალაპარაკდნენ...

მაინც რას შვება ქვეცნობიერი - როგორც არ უნდა ატრიალო, კომპასის ერთი ისარი ყოველთვის ჩრდილოეთისკენ არის მიმართული... სულ გვარწმუნებდნენ, ჩვენი მიმართულება დასავლეთიაო, მაგრამ საქმით და შედეგებით ცოცხალი თავით არ ასცდნენ ჩრდილოეთს. ვინ ურჩიათ, ან სლოგანი, ან მესიჯბოქსი“, - წერს მამუკა მდინარაძე.