"გასაკვირი ამბავი სჭირს ოპოზიციას, დაიბარებენ ხან პრემიერ-მინისტრს, ხან მინისტრს და საჯაროდ ასმენინებენ/აყურებინებენ საზოგადოებას ოპოზიციის სისუსტეს და არაკომპეტენტურობასაც"

გასაკვირი ამბავი სჭირს ოპოზიციას, დაიბარებენ ხან პრემიერ-მინისტრს, ხან მინისტრს და საჯაროდ ასმენინებენ/აყურებინებენ საზოგადოებას ოპოზიციის სისუსტეს და სამწუხაროდ უმეტეს შემთხვევაში არაკომპეტენტურობასაც. ამის ნათელი მაგალითია დღეს ეკონომიკის მინისტრის დაბარება და საპარლამენტო დებატები. გაუფრთხილდით ხალხო თქვენს ისედაც მცირე რეიტინგს, გაუფრთხილდით, - ასე გამოეხმაურა სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე თავის ფეისბუქ-გვერდზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გამოსვლას პარლამენტში.

ლადო ბოჟაძის განცხადებით, ასეთი აქტიური საპარლამენტო ცხოვრება, დებატები და დისკუსიები, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია.